ეროვნული ბანკის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვა ხვალ განახლდება

news
: news თებერვალი 24, 2016 23:26

ეროვნული ბანკის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვა ხვალ განახლდება

მნიშვნელოვანი

  • საკონსტიტუციო სასამართლოში ეროვნული ბანკის საქმეზე არსებითი განხილვა ხვალ 12:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დარგის სპეციალისტ გოჩა თუთბერიძეს მოუსმენს. დამატებითი მოწმის მიწვევის შუამდგომლობა პარლამენტს ეკუთვნის.

სხვა სტატიები

საკონსტიტუციო სასამართლოში ეროვნული ბანკის საქმეზე არსებითი განხილვა ხვალ 12:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დარგის სპეციალისტ გოჩა თუთბერიძეს მოუსმენს. დამატებითი მოწმის მიწვევის შუამდგომლობა პარლამენტს ეკუთვნის.

საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს თებერვლის დასაწყისში მოუსმინა. გიორგი ქადაგიძე ეროვნული ბანკისთვის ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ბანკი ვეღარ შეასრულებს თავის საკონსტიტუციო მანდატს.

მოსარჩელე “თავისუფალი დემოკრატების” და “ნაციონალური მოძრაობის” 39 დეპუტატი არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და სადავოდ ხდიან საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის 3 სექტემბერს “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებას, რომლის თანახმადაც “საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო” შეიქმნა და დაეკისრა იმ ფუნქციების განხორციელება, რაც სადავო ნორმის ამოქმედებამდე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკამყოფილა ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერების თაობაზე. პლენუმის გადაწყვეტილებით, სააგენტოს მუშაობა შეჩერდა მანამდე, სანამ აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.

news
: news თებერვალი 24, 2016 23:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics