პალმირას რუსეთი აღადგენს

ერმიტაჟის დირექტორი: პალმირას რუსეთი აღადგენს

palრუსეთი იუნესკოს ფარგლებში პალმირას ძეგლების აღდგენას დაიწყებს, რომელიც გუშინ სირიის არმიამ ექსტრემისტებისაგან გაანთავისუფლა – ამის შესახებ რუსული „ერმიტაჟის“ დირექტორმა მიხაილ პიოტროვსკმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ კუთხით ჯერ კიდევ ქალაქის განთავისუფლებამდე იყო გარკვეული ზომები მიღებული. „როცა ეს მოხდა და „ისლამურმა სახელმწიფომ“ პალმირა დაიპყრო და მისი აფეთქება დაიწყო, ჩვენ უკვე დავიწყეთ ფიქრი, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა“ – განაცხადა მიხაილ პიოტროვსკმა.
„მსოფლიოს ყველა მუზეუმმა დაიწყო მაშინათვე პალმირაზე მასალების შეგროვება, რომ მზად ვყოფილიყავით მისი განთავისუფლებისათვის და იმისათვის, რომ რესტავრაცია, რეკონსტრუქცია და აღდგენა დავიწყოთ“ – განაცხადა „ერმიტაჟის“ დირექტორმა.

banner
წინა სტატიაშიხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ხათუნა გერგაია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს
შემდეგი სტატიაუკრაინის გენპროკურატურაში განაცხადეს, რომ მზად არიან აშშ-ს ელჩი დაკითხონ