ერდოღანმა პუტინს დაურეკა

რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა დღეს სატელეფონო საუბარში სირიაში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ პირადი კავშირების გაგრძელებაზე. საუბარი ერდორანის ინიციატივით შედგა.
“ლიდერებმა სირიაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით აზრები გაუცვალეს ერთმანეთს. აღნიშნეს, რომ ტერორიზმთან საბრძოლველად მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა” – ნათქვამია კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ერდორანის ადმინისტრაციაც იტყობინება სატელეფონო კავშირის შეასხებ – Reuters-ი წერს. როგორც თურქული მხარის განცხადებაშია ნათქვამი, ორი ქვეყნის ლიდერი ალეპოსათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე შეთანხმდა.
თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია 24 აგვისტოს დაიწყო. მას კოალიცია ეხმარება ჰაერიდან, რომელსაც აშშ უდგას სათავეში.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ შაქრო მალადოის დაცვის ექვსი წევრი დააპატიმრა
შემდეგი სტატიასაფრანგეთში მამაკაცი კათოლიკური ჯვრის ტარების გამო ცემეს