საფრანგეთში მამაკაცი კათოლიკური ჯვრის ტარების გამო ცემეს

5საფრანგეთში უცნობმა პირებმა 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი კათოლიკური ჯვრის ტარების გამო ცემეს. ინციდენტი 25 აგვისტოს ღამით, ვიტროლის კომუნაში, მარსელთან მოხდა -ამის შესახებ დღეს BFM TV იტყობინება.
დაზარალებულის თქმით, ბოროტმოქმედებმა ის თავდაპირველად შეურაცხყვეს, შემდეგ კი მიწაზე დააგდეს, ცემეს და კისრიდან ჯვარი ჩამოგლიჯეს.
ახალგზარდა სერიოზული ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა პუტინს დაურეკა
შემდეგი სტატიათბილისის მერიამ ხეების მოჭრის გამკაცრებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა