ექსპერტის თქმით, სავჩენკო ვერ ავიდოდა კოშკზე და სროლას ვერ დაიწყებდა

ექსპერტის თქმით, სავჩენკო ვერ ავიდოდა კოშკზე და სროლას ვერ დაიწყებდა

ექსპერტის თქმით, სავჩენკო ვერ ავიდოდა კოშკზე და სროლას ვერ დაიწყებდანადეჟდა სავჩენკო სპეციალური მოწყობილობების გარეშე ვერ ავიდოდა კოშკზე, თითქოსდა ცეცხლის გასასხსნელად, განაცხადა დაცვის მხარის მიერ მოწვეულმა “უკრტრანსნავთობის” სპეციალისტმა, რომელიც სავჩენკოს წინააღმდეგ იყო გამოძახებული.

“სპეციალისტი კოშკის კონსტრუქციას ხსნის. კოშკის ქვედა კიბე 6,8 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს – ანტივანდალური ზომა. კოშკზე რომ აძვრე, 7 მეტრიანი კიბეა საჭირო , ან ნაკლები, თუკი სატვირთო მანქანით ხართ, ასევე აუცილებელია მინიმუმ 2 ადამიანი” – განაცხადა სავჩენკოს ადვოკატმა ნიკალაი პოლოზოვმა ტვიტერის საკუთარ მიკრობლოგზე.

ბრალდების მხარის განცხადებით, სავჩენკო აღნიშნულ კოშკზე მარტო ავიდა და ამასთანავე შეიარაღებული იყო.

უკრაინელი ოფიცერი, მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო 2014 წლის 17 ივნისს მშვიდობიან მოსახლეობაზე ცეცხლის გახსნაშია დადანაშაულებული, რომელსაც რამდენიმე რუსი ჟურნალისტი შეეწირა.

banner
წინა სტატიაშიინდოელმა ბიზნესმენმა ქორწილში 18 ათასი ქვრივი დაპატიჟა
შემდეგი სტატიანემცოვის მკვლელობის ორგანიზატორების საქმე ცალკე წარმოებაში გაუშვეს