ბიზნესმენი ბუბა ქებურია გაქურდეს-ამის შესახებ „თაიმერს“ ექსკლუზიურად აცნობეს. წყაროს ინფორმაციით, ქურდებმა ბიზნესმენი დააძინეს და მისი სახლიდან ნახევარი მილიონი დოლარი წაიღეს. აღსანიშნავია, რომ სახლი დაცვის სისტემით არის აღჭურვილი, თუმცა როგორც ირკვევა, მძარცველებმა ეს სისტემა გათიშეს და სახლში ისე შეაღწიეს.
„თაიმერმა“ მომხდარის გადამოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროში სცადა, სადაც განაცხადეს, რომ ქურდობის ფაქტზე გამოძიება 12 მაისს 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ფულის წაღების ფაქტი არ დაადასტურეს.