ექსკლუზივი ნარმანიამ ქვაჩახია სადისტურად აწამა და მოკლა! (ფოტო)

“თაიმერმა“ 25 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია აფხაზეთში, კერძოდ, სოხუმში, მომხდარი მკვლელობის შესახებ. ჩვენი ინფორმაციით, 25 ივლისს სოხუმში, „სტარი პასიოლოკთან“, ხევში, მამაკაცის გვამი იპოვეს. გვამს რამდენიმე ჭრილობა აღენიშნებოდა. მკვლელობიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა მოკლულის ვინაობაც, იგი გალის მკვიდრი, გ. ქვაჩახია აღმოჩნდა.
დღემდე უცნობი იყო ვინ და რა მოტივით მოკლა გ. ქვაჩახია. დღეს, კი, „თაიმერისთვის“ მოწოდებული ექსკლუზიური ინფორმაციით ირკვევა, რომ ქვაჩახიას მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია გელა ნარმანია, ეროვნებით აფხაზი, სოფელ წარჩედან. როგორც ირკვევა მოკლულსა და მკვლელობაში ბრალდებულს შორის უთანხმოება ნაქურდალი ნივთების გაყოფას მოჰყვა. უკვე დადგინდა, რომ ქვარჩახია ნარმანიამ სადისტურად, წამებით მოკლა.
„თაიმერი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ფოტოს.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიააფხაზეთის ა/რ მთავრობის და “საუნჯის” წარმომადგენლები დევნილებს შეხვდნენ