ელისაშვილი კობახიძისგან ბოდიშს ელოდება – მოყვეს რას აკეთებდა 2012 წლამდე ეს თმა გაპუწული გოგლი-მოგლი ბიჭი

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

განცხადება ელისაშვილმა ცოტა ხნის წინ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ელისაშვილი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ მას არ ახსოვს გიგი უგულავას მერობის დროს, 2012 წლამდე, ალეკო ელისაშვილს დედაქალაქში არსებული პრობლემები გაეპროტესტებინა.

ელისაშვილი მოითხოვს კობახიძემ მოუხადოს საჯაროდ ბოდიში, როგორც მას ასევე მის თანაგუნდელებს და ასევე მოყვეს 2012 წლამდე საკუთარი საქმიანობის შესახებ.

„მოვითხოვ ამ ყმაწვილმა მომიხადოს საჯაროდ ბოდიში მე და ჩემს თანამოაზრეებს, რომლებიც ვიბრძოდით წლები. მეორე მოთხოვნაა, დაჯდეს და მოყვეს რას აკეთებდა 2012 წლამდე, ეს თმა გაპუწული გოგლი-მოგლი ბიჭი. თუ ამ ბიჭს არ ეყოფა გამბედაობა, ოცნების სხვა ლიდერებმა მოიხადონ ბოდიში,“ – აცხადებს ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიავარია რუსთავში- ერთმანეთს სასწრაფო და სამგზავრო მიკროავტობუსები შეეჯახნენ
შემდეგი სტატიაარ ინერვიულოთ, ეს „დემოკრატიის“ ბოლო სადგურია!