არ ინერვიულოთ, ეს „დემოკრატიის“ ბოლო სადგურია!

ძალიან უიმედო, გამოუვალი მდგომარეობაა და ისეთ თემებზე ნერვიულობა, რომელზეც ზეგავლენა შეუძლებელია, არ ღირს! გინდათ თუ არა, მოსახდენს ვერ აიცლებთ.
შეიქმნა ლეგალური კორუფციის ფონი, რომელშიც ყველა წამყვანი და შესაძლო ლიდერი მონაწილეობს _ ხელისუფლების წარმომადგენელი, ოპოზიციონერი, „დამოუკიდებელი“თუ უპარტიო მაჟორიტარი.
ასევე, შეიქმნა პროდუქტი – „პარალმენტის წევრი“, გნებავთ, „თანმდებობა“, რომელზეც დიდი მოთხოვნაა. დანარჩენი, რასაც ირგვლივ ვხედავთ, პროპაგანდა, ანუ რეკლამაა. დღეს საქართველოში ესაა ერთადერთი მოქმედი და წარმატებული ბიზნესი. თქვენ, ვინც ორივეს მხარეს აგინებთ, ამ ბიზნესპროპაგანდის უფასო ან ფასიანი მასალა ხართ, რომელსაც „პროდუქტის“ გაყიდვის, ანუ არჩევნების შემდეგ დაივიწყებენ, როგორც მოძველებულ და ნახმარ ნივთს.
ფული მთავარი ფაქტორი ადრეც იყო, მაგრამ კორუფცია ამ დონეზე და ასე ლეგალიზებული არასოდეს ყოფილა. ვუახლოვდებით „დემოკრატიის“ ბოლო სადგურს, რომელსაც „სიკვდილი“ ჰქვია.
ყველაფერი დამოკიდებულია მატარებელ „ჯოჯოხეთი“-ს სისწრაფეზე, რომელიც სახსრების ტოტალური და ბოლო გადნაწილება დაასრულებს. უბრალოდ, არაფერი დარჩება, რისი მითვისებაც შესაძლებელი იქნება. ერთ მხარეს იქნება მშიერი მასა, მეორე მხარეს – საზოგადოების მცირე, მაგრამ ძალიან მაძღარი ნაწილი. აქ კი, აფეთქება გარდაუვალია – სისხლი დაიღვრება.
არ ინერვიულოთ, ამაზე ზეგავლენა უკვე შეუძლებელია!

გიორგი ალანია, ჩეხეთი

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი კობახიძისგან ბოდიშს ელოდება – მოყვეს რას აკეთებდა 2012 წლამდე ეს თმა გაპუწული გოგლი-მოგლი ბიჭი
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევას ქობულეთში ორი ადამიანი ემსხვერპლა