ალექსი პეტრიაშვილის მეუღლე ჟურნალისტი ეკა მიშველძე დაკითხვაზე დაიბარეს. ის რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში.
შეგახსენებთ, რომ მიშველაძის მეუღლეს თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერს ალექსი პეტრიაშვილს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე ცეცხლასროლი იარაღით ფეხებში ჭრილობა მიაყენა.
პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.