ეკა ბესელია: „ქართული ოცნების“ გუნდს წარმატებული ადამიანები და კარგი იურისტები უერთდებიან

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

„ქართული ოცნების“ გუნდს წარმატებული ადამიანები და კარგი იურისტები უერთდებიან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებთა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ საგურამოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს დასახელდება „ქართული ოცნების“ გუდის 16 სახე, რომლეთა შორის ქალები და მამაკაცები თაბრად არიან.

„ბალანსი დაცული იქნება, არის 8 ქალბატონი და 8 მამაკაცი, ამიტომ ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. არიან ძალიან წარმატებული ქალბატონები სხვადასხვა სფეროდან. რა იყო მთავარი კრიტერიუმები – ჩვენ როდესაც ამაზე ვბჭობდით რამდენიმე მთავარი მახასიათებელი გამოიკვეთა, ეს არის პროფესიული გამოცდილება, სხვადასხვა სფეროში უნარჩვევები, არიან იურისტები მათ შორის და კარგი იურისტები გვემატება, არიან ძალიან წარმატებულები თავიანთ სფეროში”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, ყველა ეს კანდიდატი რომელიც დასახელდება, ბევრი მათგანი საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც წარმატებული ადამიანები და ისინი გააძლიერებენ საკანონმდებლო ორგანოს.

რაც შეეხება კითხვას, სად იქნება ეკა ბესელია და მინისტრთა კაბინეტიდან ვის ვიხილავთ სიაში, ბესელია აცხდებს, რომ ეს ძალიან მალე გახდება ცნობილი.

“ივლისის განმავლობაში კიდევ რამდენიმე სიახლეე ისაუბრებს გუნდის ლიდერი და დასახელდებიან მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები რეგიონების მიხედვით. 18-ში ჩვენ ვგეგმავთ ოფიციალურ დიდ სტარტს და დაგეგმილია ეს იმერეთში, ქუთაისში, იქ დასახელდებიან ალბათ კონკრეტული კანდიდატები. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის წევრების სიაში ყოფნას, დაველოდით რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი, კალაძე ალბათ უნდა ვიხილოთ სიაში”, – განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრს დავით კოღუაშვილს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით „ქართული ოცნების“ სიაში არ არის, ეკა ბესელიაა აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება კოღუშვილმა თავად მიიღო.

banner
წინა სტატიაში,,გუშინ ყურები დააჭრა, დღეს ყელი გამოჭრა, მაგდა პაპიძე სირცხვილის ბოძზე გავაკარით ” – თინა ხიდაშელი მკვლელობებზე
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი 18 საათზე განცხადებას გააკეთებს