ე.წ. სამხრეთ ოსეთმა საქართველოში ორი საზღვრის დამრღვევი გააძევა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურმა, ადმინისტრაციული საზღვრის დარღვევისათვის საქართველოს ორი მოქალაქე ჯარიმის გადახდის შემდეგ გამოაძევა.

ერთ-ერთი მათგანი ზნაურის რაიონში იქნა დაკავებული. ის ხაშურის რაიონის სოფელ გომის მკვიდრია – განაცხადეს სამსახურის პრეს-ცენტრში.

მეორე საქართველოს მოქალაქე 22 ივნისს დააკავეს, ის გორის რაიონის სოფელ კირბალის მკვიდრია.
ე.წ. საზღვრის დამრთვევებმა 2 ათასი რუსული რუბლი ჯარიმა გადაიხადეს, რომლის შემდეგაც საქართველოში გააძევეს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარემ იმ დეპუტატთა ვინაობა დაასახელა, რომლებმაც სესიები არასაპატიო მიზეზით გააცდინეს
შემდეგი სტატიაპოროშენკო რუსეთს ავიადარტყმებით დაემუქრა