პოროშენკო რუსეთს ავიადარტყმებით დაემუქრა

ბლატერი პუტინთან შეხვედრას ითხოვს

“პოროშენკო რუსეთს ავიადარტყმებით დაემუქრა” – ინფორმაციას ტელეკომპანია “ენტევე” ავრცელებს და უკრაინის ლიდერის ხარკოვის უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე სიტყვით გამოსვლას ციტირებს, სადაც უკრაინის ლიდერმა განაცხადა ქვეყანაში საჰაერო ავიაციის განვითარების აუცილებლობაზე.

“ჩვენი სამხედრო ავიაცია თავისი დანიშნულებით, მოცულობით და მანძილით ისეთი ძალა უნდა გახდეს, რომელიც თავდაცვის სხვა ნაწილებთან ერთად რუსეთის ფედერაციის აგრესიას შეაჩერებს და ადეკვატურად შეეძლება ნებისმიერ აგრესორს უპასუხოს” – განაცხადა პოროშენკომ.
მან ასევე თქვა, რომ მიმდინარე წელს საავიაციო ტექნიკის განსაახლებლად გამოყოფილია 2,5 მილიარდი გრივენი.

banner
წინა სტატიაშიე.წ. სამხრეთ ოსეთმა საქართველოში ორი საზღვრის დამრღვევი გააძევა
შემდეგი სტატიაორწლიანი პატიმრობის შემდეგ საქართველოში გელა სახელაშვილი დაბრუნდა