ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურორი მერაბ ჩიგოევი მანქანამ გაიტანა – ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას. ჩიგოევი საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.
მედიაში გავრცელებული ცნობით, პროკურორი საკუთარი მანქანისკენ მიდიოდა, როცა მანქანა დაეჯახა. ინციდენტი ცხინვალში ჯოევასა და საბჭოთა ქუჩის გადაკვეთაზე მოხდა. მანქანა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.