ზუგდიდის საავადმყოფოში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები შიმშილობით იმუქრებიან

აფხაზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში, გაუსაძლის პირობებში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილებმა სოციალური დახმარების მასშტაბური შეჩერება გააპროტესტეს. აქციაში მონაწილეობა რამდენიმე ოჯახმა მიიღო თუმცა როგორც მათ განაცხადეს, სოციალური დახმარება სულ 50-მდე ოჯახს შეუჩერდა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სოციალური აგენტები შობის ღამეს დაადგნენ, რაც შეურაცხმყოფელი იყო. გარდა ამისა, სააგენტოს თანამშრომლებმა დამპალი, ამორტიზირებული პარკეტი კარგ იატაკად მიიჩნიეს.
როგორც აქციაზე გაირკვა, დევნილებს სოციალური სამსახურის მიმართ ბევრი პრეტენზია აქვთ. ისინი მოითხოვენ, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის თავიდან მინიჭების პროცედურამ 2 თვიდან მინიმალურ დრომდე დაიწიოს, ვინაიდან ამ თანხის გარდა სხვა შემოსავალი არ აქვთ.
იმ შემთხვევაში, თუ დევნილების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი ორშაბათიდან შიმშილობას დაიწყებენ.
აქციის მონაწილეებს სააგენტოს თანამშრომლები შეხვდნენ, თუმცა მათმა განმარტებებმა აქციის მონაწილეები არ დააკმაყოფილა. ამ დრომდე დევნილებს არ შეხვედრიან განსახლების სამინისტროსა და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები.

 

banner
წინა სტატიაშიე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურორი მანქანამ გაიტანა
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურორის მკვლელი დაკავებულია+ვიდეო