ე.წ. მოსმენების შესახებ კანონი – უმრავლესობა ვეტოს დასაძლევად ემზადება

პარლამენტი ე.წ. მოსმენების შესახებ კანონზე, საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს განხილვას იწყებს. საკითხზე იურიდიული კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ. “ქართული ოცნება” გიორგი მარგველაშვილის შენიშვნებს არა არგუმენტირებულად მიიჩნევს და ვეტოს დასაძლევად ემზადება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრეზიდენტის მოსაზრება, რომელიც სააგენტოს პრემიერის დაქვემდებარებას ითვალისწინებს მიუღებელია. ეკა ბესელია განმარტავს, რომ ქვეყნების უმეტესობაში ე.წ. მოსმენების სისტემა ძალოვანი უწყებების დაქვემდებარებაშია მოქცეული.

“ბიზნესის დაცვის კუთხით ჩვენ სპეციალური ჩანაწერები გავაკეთეთ, დაცვის გარანტიები შევუქმენით ყველა იმ ოპერატორს და კომპანიას, რომელიც პატარა ოპერატორია და სახელმწიფო თავად უზრუნველყოფს ტექნიკური საშუალებებით, რომ ის ვალდებულებები შესრულდეს. რაც შეეხება ამ სამსახურის ცალკე გამოტანას, პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებას, რაც მოვისმინე პრეზიდენტის განცხადებაში, ეს არ არის მისაღები მოსაზრება. ყველა ქვეყანას, რაც ჩვენ გამოვიკვლიეთ, ძალოვანი უწყებების ქვეშ არის ეს სიტემა მოქცეული, მაგრამ აქვს კარგი მაკონტროლებელი სისტემა, ისევე როგორც გავაკეთეთ ეს ჩვენ,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია
შემდეგი სტატიაძლიერმა ქარმა გორის მოსახლეობა დააზარალა – ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ