საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია

თბილისში ყველაზე ძლიერი ქარი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. სინოპტიკოების ინფორმაციით, აღნიშნულ ადგილზე ქარის სიჩქარემ წამში 32 მეტრი საათში შეადგინა. სპეციალისტების თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში ქარი დღის პირველ ნახევრამდე შენარჩუნდება.

ამინდის გაუმჯობესებას და ტემპერატურის მატებას სინოპტიკოსები ხვალიდან გვპირდებიან.
ქარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა არ შეუფერხებია.

banner
წინა სტატიაში21 მარტი – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა
შემდეგი სტატიაე.წ. მოსმენების შესახებ კანონი – უმრავლესობა ვეტოს დასაძლევად ემზადება