“ძალიან რთული წელი გველოდება ამ მთავრობის ხელში” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი  პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც “2017 წელი ძალიან მაგარი წელი იქნება”. ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ პრემიერმა ბიძინა ივანიშვილის სიტყვები გაიმეორა.

“ჩვენ უკვე ვთქვით, რომ 2017 წელი იქნება ძალიან მძიმე წელი იმის მიუხედავად, რომ გიორგი კვირიკაშვილი დღეს აცხადებს, რომ 2016 წელი იყო კარგი წელი და 2017 წელი იქნება უკეთესი. მან პრაქტიკულად გაიმეორა ბიძინა ივანიშვილის ძველი გამონათქვამი, რომელიც გვპირდებოდა, რომ საუკეთესო წელი 2016 უნდა ყოფილიყო, მაგრამ 2016 წელი აღმოჩნდა ყველაზე მძიმე ქართული ოცნების 4 წლიანი მმართველობიდან. ძალიან რთული წელი გველოდება ამ მთავრობის ხელში,“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარ გამოვრიცხავ, გამოჩნდეს კეთილსინდისიერი მყიდველი, რომელიც მაკას წილის შესყიდვას დააფინანსებს : ღლონტი
შემდეგი სტატიაბაქო სომხეთის საზღვარზე წუხელ მომხდარი შეტაკების შესახებ დეტალებს ასაჯაროვებს