ბაქო სომხეთის საზღვარზე წუხელ მომხდარი შეტაკების შესახებ დეტალებს ასაჯაროვებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინიტრო ავრცელებს, რომ წუხელ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეტაკებისას უგზო-უკვლოდ დაიკარგა ჯარისკაცი ჩინგიზ გურბანოვი.

დღეს დილით გავრცელდა, რომ სამი სომეხი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა აზერბაიჯანელ სამხედროებთან ბრძოლაში – სომხეთის თავდაცვის სამინსიტრომ გაავრცელა.
“29 დეკემბერს დილით ადრე აზერბაიჯანულმა ჯარმა სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე დივერსიული შეჭრის მცდელობა განახორციელა. სომეხი სამხედრო მოსამსახურეები მოწინააღმდეგესთან ომში ჩაერთვნენ” – სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა არცრუნ ოვანისიანმა “ფეისბუქის” საკუთარ გევრდზე დაწერა.
თავდაცვის სამინისტრო სამი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უწყების თქმით, აზერბაიჯანული მხრიდან 7 ჯარისკაცი დაიღუპა.
თავის მხრივ, ბაქო ინციდენტზე სომხეთს აკისრებს პასუხისმგებლობას. “სომხეთის სამხედრო ძალების სადაზვერვო ჯგუფი აზერბაიჯანელ სამხედროებს გადააწყდა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის გადაკვეთისას” – აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. .

banner
წინა სტატიაში“ძალიან რთული წელი გველოდება ამ მთავრობის ხელში” – ზურაბ ჭიაბერაშვილი
შემდეგი სტატიასულდა-თურქეთის საზღვრის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა