დავით უსუფაშვილი: საქართველო მაშინ გაბრწყიდება, როცა სიყვარული იქნება მანათობელი და არა პოლიტიკური ამბიციები

news
: news დეკემბერი 7, 2015 20:53

დავით უსუფაშვილი: საქართველო მაშინ გაბრწყიდება, როცა სიყვარული იქნება მანათობელი და არა პოლიტიკური ამბიციები

თბილისის საკრებულოში პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სახელით, საქართველოში მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

სტურმებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ და დეპუტატმა აკაკი ასათიანმა მიმართეს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებაზე ვიდეორგოლი აჩვენეს, რომელშიც 1990 წლიდან დღემდე ყველა მოწვევის პარლამენტის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები იყო წარმოდგენილი.

დავით უსუფაშვილმა ღონისძიების გახსნისას ყველა მოწვევის პარლამენტის წევრს, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ცსკო-ს მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებს და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა.

უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პატრიარქს ღონისძიებაზე დასწრებისთვის და ხალხს მოუწოდა, რომ ყველამ მოუსმინოს პატრირქს და ყველაფერი კარგად იქნება.

„დღეს შევიკრიბეთ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე საქართველოს პარლამენტი აღნიშნავს მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებიდან 25 წლისთავს, ეს 25 წელი იყო სავსე უამრავი სიხარულით და წუხილით. ბევრი რამის მომსწრე ვართ რაც გვეამაყება, ბევრი რამეა რაც გვრცხვენია, თუმცა ესაა ჩვენი უახლესი ისტორია და სიმბოლურია, რომ დღეს აქ სრულიად განსხვავებული ადამიანები შევიკრიბეთ. ჩვენ ვართ ის ხალხი, რომლებსაც სხვადასხვა დროს ირჩევდნენ, ბევრი რამ შევქმენით ერთად. მრავალპარტიული პარლამენტი დავამკვიდრეთ, ასევე კონსტიტუცია შევქმენით. ბევრი რამე კიდევ შესაქმნელია, გადავხედოთ ჩვენს გვერდზე მდგომ ადამიანებს, გავიხსენოთ წლების განმავლობაში რა ურთიერთობა გვქონდა და გავიაზროთ, რომ საქართველო მაშინ გაბრწყიდება, როდესაც სიყვარული იქნება მანათობელი და არა პოლიტიკური ამბიციები. ყველას გილოცავთ ამ დღეს. მინდა გავიხსენოთ ის ადამიანები, ვინც დღეს აღარ არიან. დღეისთვის სამი თავმჯდომარე გვაკლია, გამსახურდია, შევარდნაძე და ჟვანია, ასევე 200-ზე მეტი კოლეგა. ამ ღონისძიებისთის როცა ვემზადებოდით ჩვენი კოლეგა მალხაზ ბარამიძეც გარდაიცვალა. მინდა ვუთხრა ყველას, რომ ვიკამათოთ ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ კამათის შემდეგ ჩავჭიდოთ ხელები და ერთად გავუძღვეთ ჩვენ ქვეყანას“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტმაც მიმართა.

მისი თქმით, ეს თარიღი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. მან მადლობა გადაუხადა დავით უსუფაშვილს, რომ ასეთი დღე გამოყო, რადგან მისი აზრით, ქვეყანამ ხშირად უნდა იზეიმოს მსგავსი თარიღები.

მარგველაშვილმა პირველი მოწვევის პარლამენტის სამი წევრი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისთვის ჯილდო ნოდარ ნათაძეს, მზექალა შანიძესა და გიორგი ხოშტარიას გადაეცათ.

news
: news დეკემბერი 7, 2015 20:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,617
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics