იან კელი: აშშ მხარს უჭერს რელიგიურ და გამოხატვის თავისუფლებას

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, მისი ქვეყანა რელიგიის და გამოხატვის თავისუფლების მხარდამჭერია. აღნიშნული განცხადება ამერიკელმა დიპლომატმა სოსო ჯაჭვლიანის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა:

„ამ ინიციატივის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს რელიგიურ და გამოხატვის თავისუფლებას“- განაცხადა აშშ-ს ელჩმა.

შეგახსენებთ , დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომელიც საქართველოში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯად ქმედებად გამოცხადებას ითვალისწინებს.

ჯაჭვლიანის ინიციატივის თანახმად, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურების და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ან ისეთი მასალის გამოქვეყნება რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას – 300 ლარის ოდენობით.

იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს – 600 ლარიან ჯარიმას, ხოლო რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება, ან დაზიანება გამოიწვევს 500 ლარიან ჯარიმას, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა – 1000 ლარიან ჯარიმას.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: საქართველო მაშინ გაბრწყიდება, როცა სიყვარული იქნება მანათობელი და არა პოლიტიკური ამბიციები
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა პირველი მოწვევის პარლამენტის სამი წევრი ღირსების ორდენებით დააჯილდოვა