პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინტერესდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი განსახილველად და კენჭის საყრელად იუსტიციის სამინისტროს რატომ არ გამოაქვს.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი ალექსანდრე ბარამიძეს გამოაქვს? ბარამიძეს თუ ინიციატორს ძალიან ვთხოვ აგვიხსნას, ამ საკითხზე რა ხდება, რადგან ამ პროექტზე დიდი ინტერესი და ყურადღებაა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. სტუმრები იყვნენ და ყველა ამ კანონპროექტზე საუბრობს. თუ ეს კანონი არ გაგვაქვს, უნდა ვიცოდეთ რაშია საქმე, რადგან საქმე მკაფიოდ და მარტივად დგას“, – განაცხადა უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი პარლამენტის ბიუროს დღის წესრგიში არ არის ჩასმული.
კანონპროექტი სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღას ეხება.