(Video)დავით უსუფაშვილი ადასტურებს, რომ “რესპუბლიკური პარტია” დატოვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა “რესპუბლიკური” პარტია დატოვა.

ამის შესახებ განცხადება უსუფაშილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მიზეზად უსუფაშვილმა პარტიის წევრებთან მომავალ საქმიანობაზე განსხვავებული ხედვა დაასახელა.

“მივიღე ადამიანურად მძიმე, მაგრამ პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება.ინფორმაცია, რომელიც ორშაბათს უნდა გამხდარიყო ცნობილი, დღეს გახდა ცნობილი და ამის გამო ძალიან ვწუხვარ. “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერები ტელევიზორიდან შეიტყობენ ამას. დიახ, მე ვტოვებ “რესპუბლიკელებს”, მაგრამ ვრჩები ოპოზიციაში და გავაგრძელებ სხვა ველზე საქმიანობას. ჩემი ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ მე და პარტიის სხვადასხვა ლიდერებს განსხვავებული ხედვები აღმოგვაჩნდა სხვადასხვა მიმართულებით, ამავე დროს მე ვერ მივცემდი თავს უფლებას, ხელი შემეშალა პარტიის საქმიანობისთვის”,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=PVFM4Cvzs1Y&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“პარტიის ლიდერთა ტაქტიკურ ხედვები ჩემთვის მიუღებელი აღმოჩნდა” – უსუფაშვილი წასვლის მიზეზებს განმარტავს