„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” განცხადებას ავრცელებს

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს „ქართული ოცნება“ საჯარო მოხელეებისგან „ქართული ოცნების“ კანდიდატების წინასწარ განსაზღვრული ფორმით შემოხაზვას ითხოვს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არის დეზინფორმაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს „ქართული ოცნება“ საჯარო მოხელეებისგან არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო ბიულეტენზე „ქართული ოცნების“ კანდიდატების წინასწარ განსაზღვრული ფორმით შემოხაზვას ითხოვს. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არის დეზინფორმაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”,-ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი : ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს დოლარიანი სილა გააწნა
შემდეგი სტატია(Video)დავით უსუფაშვილი ადასტურებს, რომ “რესპუბლიკური პარტია” დატოვა