დავით ნარმანია ქართველ ხალხს გიორგობას ულოცავს

თბილისის მერი დავით ნარმანია ქაშუეთის ტაძარში გიორგობასთან დაკავშირებით მიმდინარე სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას ესწრება.
დედაქალაქის მერმა ტაძარში შესვლამდე თბილისის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა.
“გილოცავთ გიორგობას. ეს ძალიან წმინდა და მნიშვნელოვანი დღეა. თითოეულ თქვენგანს, ჩვენს დედაქალაქს და სრულიად საქართველოს ფარავდეს წმინდა გიორგი მადლი და ძალა, გამთლიანდეს ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა და სწორედ წმინდა გიორგის წყალობით, დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება”, – განუცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს.
სადღესასწაულო ლიტურღია ქაშუეთის ტაძარში დილიდან მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
12:00 საათისთვის ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან.

banner
წინა სტატიაში,ჩართული ვართ საადვოკატო პროცესში, რათა სკეპტიკოსების საწინააღმდეგოდ დადასტურდეს, რომ ნატო-ს კარი ღიაა”
შემდეგი სტატიადედაქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა