დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე გახდა

სამოსამართლეო საქმიანობის მაკონტროლებელი პირი, დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე გახდა. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
კანდიდატს მხარი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა. 14 მომხრე იყო, ხოლო ერთმა წევრმა, ვახტანგ მჭედლიშვილმა თავი შეიკავა.

დამოუკიდებელი ინსპექტორი ამ პოზიციაზე 5 წლის ვადით განმწესდა. მისი ფუნქცია, დისციპლინარული სამართალწარმოების პროცესში პირველადი მოკვლევის ჩატარებაა.

სწორედ ინსპექტორი გადაწყვეტს, უნდა გადაეცეს თუ არა დისციპლინარული სამართალწარმოების შესახებ განაცხადი იუსტიციის საბჭოს განსახილველად.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიაკახა კალაძემ მერიას დაქვემდებარებული უწყებების ახალი ხელმძღვანელები დაასახელა