კახა კალაძემ მერიას დაქვემდებარებული უწყებების ახალი ხელმძღვანელები დაასახელა

კახა კალაძის ხელმძღვანელობით, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის პირველი სხდომა მიმდინარეობს.

თბილისის მერმა სხდომის დაწყებისას​ სსიპ-ებისა და აიპ-ების ახალი ხელმძღვანელები დაასახელა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე თემურ თორდინავას კახაბერ გვანცელაძე შეცვლის. არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ ბოლოთაშვილი იქნება. ის ზურაბ წიკლაურს შეცვლის.

ქონების მართვის სააგენტოს ირაკლი თავართქილაძე უხელმძღვანელებს. დავით ნარმანიას მერობის პერიოდში ამ თანამდებობას კარლო ლაფერაძე იკავებდა.

რაც შეეხება შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, მას მამუკა კობახიძე უხელმძღვანელებს, რომელმაც ნუგზარ ჭეიშვილი შეცვალა.

უწყებების ახალი ხელმძღვანელების დანიშვნის გადაწყვეტილებას კახა კალაძე დღეს მოაწერს ხელს.

banner
წინა სტატიაშიდამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე გახდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : ქალაქის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება