შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინტერნეტ გამოცემა “ქუთაისი თუდეის” რედაქტორ ბუბა ჩივაძეზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დადგენილია სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები.
შეგახსენებთ, რომ ერთი საათის წინ ბუბა ჩივაძემ „თაიმერს“ თავად უამბო მომხადრი ძალადობის შესახებ. „ პარლამენტის შენობასთან უცნობმა მამაკაცმა მანქანის გვერდითი მინა ჩამილეწა. მანქანაში შემომივარდა. მცემდა და მაგინებდა. მუცელში მირტყამდა, მანქანასაც ურტამდა, მაყენებდა სიტყვირ შეურაცხყოფას. არ ვიცი ვინ იყო. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მოვიდნენ. ახლა პოლიციის მე-3 განყოფილებაში ვარ. სამხარეო პოლიციის უფროსი დავით ლაცაბიძეც მოვიდა, რომელიც უშვალოდ ხელმძღვანელობს საგამოძიებო მოქმედებებს “ – განუცხადა ,,თაიმერს,, ბუბა ჩივაძემ.