აშშ თვლის, რომ ჩრდილოეთ კორეა 6 იანვარს ნამდვილად ცდილობდა წყალბადის ბომბის გამოცდას, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა – ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს ინფორმაციას ამერიკის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.
ტელე-არხის მონაცემებით, ვაშინგტონი აღნიშნულ დასკვნამდე სეისმოლოგიური მონაცემების შესწავლის შედეგად მივიდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება მოხდა იმაზე ორჯერ ღრმად, ვიდრე ეს საჭიროა წყალბადის ბომბის გამოსაცდელად. ამასთანავე, ვაშინგტონი ვარაუდობს, რომ ატომური მოწყობილობა სრულიად სამუშაო არ ყოფილა. ანალიტიკოსების თქმით, გამოცდილი იყო მხოლოდ წყალბადის ბომბის დეტონატორი, რომელიც სავარაუდოდ, წარუმატებლად დასრულდა.