ობამამ საკუთარ თავს და ყველა ამერიკელს ებრაელი უწოდა

obama

ობამას ჯერჯერობით მხარი არც ერთი კანდიდატისთვის არ დაუჭერიააშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ თანამედროვე ანტისემიტიზმის პირისპირ თვითონ და ასევე ყველა ამერიკელს შეუძლია თქვას, რომ ისინი ებრაელები არიან.
“ჩვენ ყველანი ებრაელები ვართ, იმიტომ, რომ ანტისემიტიზმი ეს დისციპლინირებული ბოროტებაა, რომელიც კაცობრიობის ისტორიის დიდი ხნის მანძილზე ფორმირდებოდა. თუკი ჩვენ მას საკადრის პასუხს არ გავცემთ, ჩვენ ვერ შევძლებთ ვერანაირი ბოროტების გამკლავებას” – განაცხადა ობამამ ისრაელის საელჩოში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მოხსენიების დღეზე.
ობამამ სერჟანტ როდი ედმონდსის სიტყვები მოიყვანა, რომელმაც 1945 წელს, ერთ-ერთ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში, სიკვილის საფრთხის ქვეშ უარი განაცხადა ებრაელები დაესახელებინა დაკავებულების რიგებიდან. ამის ნაცვლად, მან ყველა ტყვეს, ათასზე მეტ ადამიანს უბრძანა საკუთარი ბარაკების წინ დამდგარიყვნენ მწყობრში. “ჩვენ ყველანი ებრაელები ვართ” – თქვა ედმონდსმა და დააკონკრეტა, რომ საერთაშორისო კანონის მიხედვით ტყვეები ვალდებული არიან დაასახელონ საკუთარი სახელი, წოდება და სამხედრო ნაწილის ნომერი. მისმა მაშინდელმა პროტესტმა დაახლოებით 200 ებრაელის სიცოცხლე იხსნა. მოგვაინებით მას “მსოფლიოს მართალი”უწოდა ისრაელმა.

ისტორიული პარალელის მოყვანის შემდეგ ობამამ თქვა, რომ ვაშინგტონს არასდროს დაუხევია უკან ისრაელის მხარდასაჭერად.

banner
წინა სტატიაშიTime-მა მილიარდელების სია გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაCNN-ის ცნობით ჩრდილოეთ კორეის წყალბადის ბომბის გამოცდა წარუმატებელი იყო