ცხინვალის ე.წ. ქვედანაყოფის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლას ქართული მხარე ეხმაურება

რუსეთის პრეზიდენტმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესახებ წინადადება დაამტკიცა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კატეგორიულად გმობს და რეგიონის ანექსიისკენ მიმართული პროცესის გაგრძელებად აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი:

„80-ზე მეტი ასეთუ ე.წ შეთანხმებაა გაფორმებული , რომელიც საერთაშორისო სამართლით ცხადია არანაირ ლეგიტიმაციას არ ატარებს. მაგრამ გამოიყენება რუსეთის ფედერაციის მხრიდან იმისთვის, რომ ამ რეგიონებში ფაქტიურად ყველა სფეროზე ქონდეს გავლენა და რეალურად გადაიდგას ნაბიჯები რუსიფიკაციის და დე ფაქტო ანექსიისკენ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ძალისხმევა, რათა რუსეთმა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მას აღებული აქვს“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა “მოამბესთან” საუბარში.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შემდეგი სტატიაეს არის სახელმწიფობანას ეროვნული თამაში – უსუფაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე