ჩინეთში რუსული ეკონომიკის ,,მკვლელი,, აღმოაჩინეს

ის ის იყო, რომ ,,ოპეკ,,-ის ძალისხმევითა და 2020 წლამდე ნავთობის  მოპოვებაზე შეზღუდვებით,  მსოფლიოში ნავთობის ფასმა აწევა დაიწყო, რომ ჩინეთში აღმოჩენილმა საბადომ, ამ ქვეყანაში ნავთობის ყველაზე დიდ ექსპორტიორ რუსეთს, ,,ზურგში დანა ჩასცა,,

1,24 მილიარდი ტონა ნედლი ნავთობი… ასეთია ჩინელი გეოლოგების  დასკვნა, სინზიან-უიგურის ავტონომიურ რეგიონში, მახუს ტბაზე აღმოჩენილი საბადოს  სავარაუდო რეზერვებზე… საიდანაც ნახევარი მილიარდი ტონის არსებობა უტყუარად დადასტურებულია.

შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთი, რომელიც მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი ექსპორტიორია, ამ აღმოჩენამდე დიდი ხანი მიდიოდა… 10 წელი ეძებდნენ ჩინელი გეოლოგები ნავთობის სერიოზული მარაგის მქონე საბადოს და მათი მონდომება წარმატებით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის აღმოჩენა, რუსული ეკონომიკის ,,კუბოზე დაჭედებული მესამე ლურსმანი,, აღმოჩნდა… გამომდინარე იქიდან, რომ გასულ ზაფხულს მექსიკაში  1,5 ბარელის ტევადობის ნავთობის რეზერვი აღმოაჩინეს, ხოლო მანამდე აშშ-ს შტატ ტეხასში, 20 მილიარდ ბარელზე მეტი რეზერვის მქონე, ნავთობ-გაზის ფორმაციის  Wolfcamp-ი აღმოაჩინეს.

,,თაიმერი,, 

banner
წინა სტატიაში90 მომხრე არცერთი წინააღმდეგი – ევა გოცირიძე საკონსიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის გამოწვევებზე და სირთულეებზე, რადგან ეს ქვეყანა დღეს და ამ წუთას არის თქვენი!