ჩერნოვეცკის ფონდს 6 წელი შეუსრულდა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 29, 2018 13:08

ჩერნოვეცკის ფონდს 6 წელი შეუსრულდა

6 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა ლეონოდ ჩერნოვეცკიმ თბილისში საქველმოქმედო ფონდი დაარსა. ამ ხნის განმავლობაში ფონდმა ათასობით სოციალურად დაუცველ ადამიანს გაუწოდა დახმარების ხელი. ამჟამად ფონდი 5 პროგრამას ახორციელებს : შინმოვლა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები თბილისსა და ქობულეთში, სოციალური პატრული, უფასო სასადილოები თბილისსა და ქუთაისში, დღის ცენტრი.
„ჩვენ გვინდა, რომ ქველმოქმედებაში მთელი საქართველო ჩაერთოს. გვინდა ყველამ დაინახოს, რომ ქვეყანაში უამრავ მოქალაქეს გააჩნია სოციალური პრობლემები, რომელთა გადაჭრა მათ დამოუკიდებლად უჭირთ. ჩვენი ფონდი ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს აღმოუჩინოს დახმარება“, – განაცხადა ჩერნოვეცკის ფონდის დირექტორმა ელენე პოლიშუკმა.

 

 

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 29, 2018 13:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,388
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics