ჩერნოვეცკის ფონდს 6 წელი შეუსრულდა

6 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა ლეონოდ ჩერნოვეცკიმ თბილისში საქველმოქმედო ფონდი დაარსა. ამ ხნის განმავლობაში ფონდმა ათასობით სოციალურად დაუცველ ადამიანს გაუწოდა დახმარების ხელი. ამჟამად ფონდი 5 პროგრამას ახორციელებს : შინმოვლა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები თბილისსა და ქობულეთში, სოციალური პატრული, უფასო სასადილოები თბილისსა და ქუთაისში, დღის ცენტრი.
„ჩვენ გვინდა, რომ ქველმოქმედებაში მთელი საქართველო ჩაერთოს. გვინდა ყველამ დაინახოს, რომ ქვეყანაში უამრავ მოქალაქეს გააჩნია სოციალური პრობლემები, რომელთა გადაჭრა მათ დამოუკიდებლად უჭირთ. ჩვენი ფონდი ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს აღმოუჩინოს დახმარება“, – განაცხადა ჩერნოვეცკის ფონდის დირექტორმა ელენე პოლიშუკმა.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/gocha.khundadze/videos/1867784256577766/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

banner
წინა სტატიაში“მე ჩემი შვილის საფულე არ დამიბრუნეს, გასაიდუმლოებული იყო და დღეს საჯარო გახადეს? – სარალიძე პროკურატურის განცხადებაზე
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძეს ,,საია” იურიდიულ დახმარებას სთავაზობს