ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განისაზღვრა იმ თანხის ოდენობა, რომელსაც ცესკო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ითხოვს.
ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, მეორე ტურის ჩასატარებლად ბიუჯეტიდან დაახლოებით 6 მილიონ ლარს მოითხოვენ.
„სულ ბიუჯეტიდან მოსათხოვი თანხა წარმოადგენს 6 მილიონ 56 ათას 718 ლარს. ეს გახლავთ დანართის მიხედვით წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა, რომელიც საჭირო იქნება მეორე ტურების ჩასატარებლად.
გვაქვს გარკვეული დანაზოგები, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია მეორე ტურებისთვის გამოიყენებს, მაგრამ ჩვენ დამატებით ვითხოვთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 6 მილიონ ლარს“, – აღნიშნა თამარ ჟვანიამ.
ცესკო-მ არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა.