ცესკო განცხადებას ავრცელებს

ცესკო სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“სოციალური ქსელის „facebook“-ის მეშვეობით გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებით გამოკითხვას ატარებს. მოგვიანებით, აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება და გავრცელება ასევე, მოხდა სოც.ქსელების სხვა მომხმარებლების მიერ.

საარჩევნო ადმინისტრაცია არ აწარმოებს არანაირი სახის გამოკითხვებს სუბიექტების მხარდაჭერასთან დაკავშირებით და კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამაბა სიმართლეს.

ცესკო მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს, მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით არასწორი ინფორმაციის გაჟღერებისა და გავრცელებისგან”,- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიია მეტრეველი: მინდოდა მეკითხა სანდრასთვის, გამიცოცხლებს ჩემს 19 წლის შვილს?
შემდეგი სტატიაანი მიროტაძის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს