დავით სერგეენკო: სახელმწიფო პროგრამით C–ჰეპატიტით დაავადებულ ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება ისარგებლოს.

C ჰეპატიტით დაავადებულ ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ღვიძლის დაზიანების ხარისხის მიუხედავად C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით ისარგებლოს. ამის შესახებ ჯანდავცის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, stop C ბაზაში რეგისტრირებული ყველა პაციენტი, რომელსაც ჩატარებული აქვს მკურნალობაში ჩასართავად საჭირო ყველა კვლევა, გაივლის მხოლოდ რეგისტრაციის ეტაპს, კვლევის პასუხითა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობა ფორმა ასით.

მისივე თქმით, პაციენტმა უნდა მიმართოს C ჰეპატიტის სერვის ცენტრს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის რაიონულ და რეგიონულ ოფისებს. ახალმა პაციენტებმა უნდა ჩაიტაროს მკურნალობის პროცესში ჩართვისთვის საჭირო ყველა კვლევა.

ამ ეტაპზე stop C არსებულ ბაზაში რეგისტრირებულია და მომლოდინე რეჟიმშია 13 ათასზე მეტი ადამიანი. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა უწყვეტად გრძელდება. ყოველწლიურად 20 000-30 000 პაციენტის მკურნალობას C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციამდე, ამავდროულად დაგეგმილია მასობრივი სკრინინგი, რომელიც გულისხმობს ახალი შემთხვევების გამოვლენას.

პროგრამის ფარგლებში მომსახურების მისაღებად პაციენტისთვის სავალდებულო იქნება სერვის ცენტში დარეგისტრირება. ამავე სერვის ცენტრში იფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომელიც C ჰეპატიტთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას, რიგებისა და კომისიის გადაწყვეტილების ჩათვლით მიაწოდებს ბენეფიციარებს.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: სამწუხაროა, რომ ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება იგვიანებს
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაურმა ახალი პარტია: „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ შექმნა