თეა წულუკიანი: სამწუხაროა, რომ ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება იგვიანებს

საზღვარზე ვიზის აღების პრაქტიკა არ აღდგება

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულიკიანმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა: „სამწუხაროა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იგვიანებს, თუმცა ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა და ევროპული ოჯახის ისტორიული წევრი. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იგვიანებს, მაგარამ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი. ბევრი არაფერი შეგვიძლია, ამ ეტაპზე, რაც შეგვეძლო, ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ ახლა ევროკავშირის დიდმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ჩვენ ყველაფერს პოლიტიკურ დონეზეც ვაკეთებთ, რომ მათ გავუადვილოთ ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ვართ კმაყოფილი, რადგან არავის მივეცით უფლება, ეთქვათ, რომელიმე რეფორმა არ განხორციელდა, ქართველმა ხალხმა ან მისმა მთავრობამ ამ პროცესს რამე დააკლო. ამიტომაც, ვიყოთ ოპტიმისტები, დაველოდოთ პარტნიორი ქვეყნების ვერდიქტს, რომელიც მჯერა, რომ დადებითი იქნება“

banner
წინა სტატიაშიმეჭიაურის პარტიის შესძლო წევრები: მეტრეველი, მოროშკინა და ბრეგაძე
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: სახელმწიფო პროგრამით C–ჰეპატიტით დაავადებულ ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება ისარგებლოს.