ბრუს უილისმა წამყვანს გიტარა გადაატეხა თავზე (ვიდეო)

ბრუს უილისმა წამყვანს გიტარა გადაატეხა თავზე

bruშოუ «The Late Show with Stephen Colbert»-ს ეთერში ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ბრუს უილისმა წამყვანს ხელჩართული ბრძოლისას გიტარა გადაატეხა თავზე.

ამერიკული მედიის ცნობით, “ჩხუბი” ნაჩვენები იყო, როგორც სანახაობრივი შოუ. მსახიობი და წამყვანი სპეციალურად დამზადებული ნივთებით ცემდნენ ერთმანეთს, როგორც ეს ფილმებში ხდება.

წინასწარი სცენარით, წამყვანმა მსახიობი მუსიკალურ მოედანზე გადაისროლა, უილისი დრამში თავით შევარდა, რომლის შემდეგაც გაბრაზებულმა მსახიობმა წამყვანს გიტარა გადაატეხა თავზე.
მომხრამა მაყურებელი შოკში ჩააგდო. მოქმედებები წინასწარ არ იყო ანონსირებული, ამიტომაც ხალხმა მომხდარი სერიოზულად აღიქვა.

ჩხუბის დასრულების შემდეგ წამყვანმა გამოაცხადა, რომ ყველაფერი დადგმული იყო.

https://youtu.be/tlZ7XlcrtnA

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილმა „ვისოლ ჯგუფის“ სავაჭრო კომპლექსი გახსნა
შემდეგი სტატიაუკრაინის მხარდაჭერის გამო 18 წლის მოზარდი რუსეთში თვითმკვლელობამდე მიიყვანეს