უკრაინის მხარდაჭერის გამო 18 წლის მოზარდი რუსეთში თვითმკვლელობამდე მიიყვანეს

უკრაინის მხარდაჭერის გამო 18 წლის მოზარდი რუსეთში თვითმკვლელობამდე მიიყვანეს

უკრაინის მხარდაჭერის გამო 18 წლის მოზარდი რუსეთში თვითმკვლელობამდე მიიყვანესსამარას მხარეში 18 წლის ვლად კოლესნიკოვმა თავი მოიკლა. მისი სახელი უკრაინის მხარდამჭერი გამოსვლების შემდეგ რუსეთში ფართოდ გახდა ცნობილი.

2015 წლის ივნისში ვლადი გაკვეთილებზე მაისურით მივიდა, რომელზეც უკრაინის დროშა იყო გამოსახული და ეწერა “დააბრუნეთ ყირიმი”. პოდოლსკში, სადაც ის ცხოვრობდა, მან ომის წინააღმდეგ ლოზუნგიც გამოფინა.
ამ ინციდენტის შემდეგ მოზარდი ტექნიკუმიდან გარიცხეს. მისით სპეცსამსახურები დაინტერესდნენ: პოლიციელები მოდიოდნენ და ეკითხებოდნენ საიდან მოიტანა მან მაისური. ბაბუამ, რომელიც პუტინის მომხრეა, ის მამასთან გააგზავნა ჟიგულევსკში..

რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში ვლადმა განაცხადა: “სამხედრო კომისარიატში მე ვთქვი, რომ არ მინდა ჩემი ძმების წინააღმდეგ ვიომო. ტელეფონში უკრაინის ჰიმნი მიწერია და შესვლამდე გადავწყვიტე მისი ჩართვა, იმიტომ, რომ მე რუსულ არმიას მხარს არ ვუჭერ და იქ მსახურება სირცხვილი მგონია. ჩავრთე უკრაინის ჰიმნი და ვთქვი: “მეგობრებო, მე არ წავალ რუსულ არმიაში საომრად”.
ვლად კოლესნიკოვის ისტორია ისეთი პოპულარული გახდა, რომ მასზე წერდა როგორც რუსული, ასევე დასავლური მედია. მას ასევე ქონდა ბლოგი და ფეისბუქის ოპოზიციურ ჯგუფებშიც აქტიურობდა. ჟიგულევსკში მოზარდმა თანამოაზრეები ვერ იპოვა ვერც ნათესავებში და ვერც თანატოლებში.

“ადამიანებთან ურთიერთობა უკვე საშიშია – დამპირდნენ, რომ მცემდნენ. მესროლეს ტალახი და თოვლის გუნდები, მლანძღავენ და დერეფნებში მიჯაჯგურებენ. ერთმა სახეშიც გამილაწუნა (საბედნიეროდ, ძლიერად არა). მე პოლიციას ვერ მივმართავ (ჯერ კიდევ ზაფხულში იქ მაგრძნობინეს, რომ მე არ დამეხმარებიან და ვციტირებ “მე თვითონ დაგარტყამდი სახეში ასეთი საქმეებისთვის”). ჟიგულევსკში ყველაფერი შეიძლება გამიკეთონ. სასოწარკვეთილი ვეძებ წასასვლელ გზებს” – წერდა ვლადი რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტს.

25 დეკემბერს ვლადმა წამლების სასიკვდილო დოზა მიიღო. მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხადებულია რადიო “თავისუფლების” მიხედვით.

banner
წინა სტატიაშიბრუს უილისმა წამყვანს გიტარა გადაატეხა თავზე (ვიდეო)
შემდეგი სტატიარა დამსახურებისთვის გაათავისუფლეს ვადაზე ადრე რამაზ არონია