ბრაზილიელი ოლიმპიელი ჩემპიონი ერთ კილოიანი ოქროს ზოდით დაასაჩუქრეს

ბრაზილიელი ოლიმპიელი ჩემპიონი ერთ კილოიანი ოქროს ზოდით დაასაჩუქრეს

3 (1)სიმაღლლეზე ხტომაში ოლიმპიელი ჩემპიონი ტიაგო და სილვა, საკუთარმა ყოფილმა კლუბმა ერთკილოგრამიანი ოქროს ზოდით დაასაჩუქრა – sportzwiki.com-ი წერს.
“ეს საჩუქარი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მეხმარებოდა მთელი ჩემი კარიერის მანძილზე. ჩემი ოქროს მედალი ჩემი გულსემატკივრებისთვის მივიღე, რომლებმაც შეუფასებელი მხარდაჭერა გამომიცხადეს” – განაცხადა სილვამ.
2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებში 22 წლის სპორტსმენმა ოლიმპიური და საკუთარი რეკორდი დაამყარა შედეგით 6,03 და მთავარ ფავორიტს, ფრანგ რენო ლავილენს გადაასწრო. ბრაზილიისთვის, სიმაღლეზე ხტომის ისტორიის მანძილზე ეს პირველი ოქროა.

რიოს ოლიმპიადა 5-21 აგვისტოს განმავლობაში მიმდინარეობა.

banner
წინა სტატიაშიკერი: სირიასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გადასახედია
შემდეგი სტატიასპორტსმენმა ოლიმპიური მედალი ავადმყოფი ბავშვის დასახმარებლად გაყიდა