კერი: სირიასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გადასახედია

კერი: სირიასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გადასახედია

2 (1)სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა გადაიხედოს – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეტა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას.
“სირიელების უმეტესობამ დღემდე არ იცის, რომ მსგავსი შეთანხმება არსებობს. უმეტეს შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ქაღალდზე დარჩა. აუცილებელია ის გადაიხედოს იმისათვის, რომ ძალადობა შეწყდეს” – განაცხადა კერმა. მისი თქმით, აუცილებელია კონფლიქტის მოგვარების შესახებ რეალური მოლაპარაკებები დაიწყოს.
თავის მხრივ, ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-მ და რუსეთმა შეძლეს ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა სირიის საკითხთან დაკავშირებით და ორივე მხარეს “ძალიან ცოტა დარჩათ” სირიაში შედეგების მისაღწევად.
მხარეები კონკრეტულ შეთანხმებებამდე მივიდნენ.

შეგახსენებთ, რომ სირიაში მიმდინარე წლის 27 თებერვლიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებს.

banner
წინა სტატიაშიმერის გარშემო მიმდინარე პროცესებს გედევან ფოფხაძე პოლიტიკურად მართულს უწოდებს
შემდეგი სტატიაბრაზილიელი ოლიმპიელი ჩემპიონი ერთ კილოიანი ოქროს ზოდით დაასაჩუქრეს