ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატის ეკა ლომიძის თქმით, სასამართლოზე მოწმე ირაკლი მამალაძის დაკითხვის დროს ბრალდების მხარეს მცდელობა აქვს, რომ მას მიმანიშნებელი კითხვები დაუსვას.
„ბრალდების მხარე თავისუფალი თხრობის საშუალებას აძლევს ირაკლი მამალაძეს და არის მცდელობა, რომ მიმანიშნებელი კითხვები დაუსვან, რათა ხელსაყრელი ინფორმაცია მიიღონ. მამალაძე ძირითადი მოწმეა, მისით აპელირებს პროკურატურა და ბრალდებას მისი ჩვენებით ამყარებს. არ ვიცოდით, რომ დაიკითხებოდა, თუმცა მზად ვართ ნებისმიერი სურპრიზისთვის. ჯვარედინი დაკითხვის დროს რა კითხვებიც ყველაფერს ვკითხავთ. ჩვენ ვეცდებით, გამოვავლინოთ დეკანოზის უდანაშაულობა.“- განაცხადა ეკა ლომიძემ.