“ბოკო ჰარამმა,, ნიგერიაში 50 ადამიანი დახოცა

,,ისლამური სახელმწიფოს,, აფრიკული ფრთის, ,,ბოკო ჰარამის,, მიერ ორგანიზებულ ტერაქტს ნიგერიის 50 მოქალაქე შეეწირა.

ნიგერიის ჩრდილო აღმოსავლეთში,  მუბის დაბა-დასახლებაში, ერთ-ერთ მეჩეთში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად  დაიღუპა სულ ცოტა  50 ადამიანი.

ნიგერიის პოლიციის პრესმდივნის განცხადებაში, რომელსაც ფრანგული ს AFP ავრცელებს, ნათქვამია, რომ ინციდენტში ასევე დაშავდა ათობით ადამიანი.

თავდასხმის პასუხისმგებლობა ,,ბოკო ჰარამს,, თავის თავზე ჯერ არ აუღია, თუმცა ადგილობრივი პოლიცია დარწმუნებულია, რომ თვითმკვლელი ტერორისტები ნიგერიაში მხოლოდ ამ ორგანიზაციას ჰყავს.

banner
წინა სტატიაშიპუტინი ანტიდასავლური სამთა კავშირის შექმნას ცდილობს
შემდეგი სტატიააფხაზი სეპარატისტები იორდანიაში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებიან