BBC: რუსეთის მოქალაქე ქართველი გოგოს მოტაცებაშია ეჭვმიტანილი

თბილისში პოლიციელებმა 1999 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე ელჩინ ი. დააკავეს, რომელიც არასრულწლოვანის მოტაცებაშია ეჭვმიტანილი – “ბიბისი” საქართველოს შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრეს-რელიზში დაკონკრეტებულია, რომ ეჭვმიტანილმა თანამზრახველებთან ერთად 1998 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე დაქორწინების მიზნით გაიტაცეს.
საქართველოს შსს აღნიშნულ ფაქტს განიხილავს როგორც არასრულწლოვანისთვის თავისუფლების არაკანონიერი აღკვეთას, რომელიც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად არის ჩადენილი.
სამირა ბ-ს დაკარგვის შემდეგ მისი ნათესავები პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ და დახმარება სთხოვეს სამართალდამცველებს.
გოგონა სახლში მეოთხე დღეს დაბრუნდა. მან თავისიანებს ტელეფონით შეატყობინა ადგილმდებარეობა.

საქართველოს ქალთა მოძრაობის მონაცემებით, გასულ წელს გოგოების გატაცების 20 და იძულებითი ქორწინების 6 შემთხვევა დაფიქსირდა.
ნაადრევი ქორწინება და საცოლეების მოტაცება საქართველოში 90-იან წლებში იყო გავრცელებული – წერს “ბიბისი” და აღნიშნავს, რომ საქართველო მოლდოვასა და თურქეთთან ერთად ევროპაში ადრეული ქორწინებების ყველაზე მაღალი მაჩვენებელით ხასიათდება.

 

WWW.TIMER.GE

banner
წინა სტატიაში(ვიდეო)სოხუმში მინისტრთა საბჭოს შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა
შემდეგი სტატია“გვჯერა, რომ საქართველოსთან მიმართებაში არსებობს მხოლოდ ტექნიკური ხასიათის საკითხები”