ბრიტანელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ აღმოაჩინეს ხერხი, თუ როგორ უნდა აიძულონ იმუნური სისტემა კიბოს შეებრძოლოს – “ბიბისი” წერს.
მისი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ცალკე აღებულ წარმონაქმნში იპოვონ ყველაზე მოწყვლადი ადგილები, ე.წ.” აქილევსის ქუსლი” და მასზე მიმართონ იმუნური სისტემა.
თერაპიის ამ მეთოდზე დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა მხოლოდ ახლა განაცხადეს, რომ მათ უკვე შეძლეს კიბოს წარმონაქმნში “სუსტი” ადგილების დადგენის მექანიზმი.
აღმოჩენა კიბოს ცალკეული შემთხვევების ინდივიდუალურ მიდგომებს გულისხმობს, რაც მეცნიერების თქმით, ძალიან ძვირი დაჯდება, მაგრამ მიმდინარე მომენტისთვის ეს არის ერთადერთი დამაიმედებელი საშუალება ამ სფეროს განვითარებაში.
ახალი მეთოდის კლინიკური კვლევები მომდევნო ორი წლის მანძილზე ჩატარდება. ექიმები ვარაუდობენ, რომ მათ მიერ წარმოდგენილი მეთოდი რადიო და ქიმიოთერაპიას შეცვლის.