ბატონი აბაშიშვილი არის მენტალური ქოცი

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 17, 2018 23:42

ბატონი აბაშიშვილი არის მენტალური ქოცი

„ბატონი აბაშიშვილი არის მენტალური ქოცი,“ – ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ, გიორგი აბაშიშვილის შესახებ გადაცემა არჩევანში გააკეთა.

ევროპული საქართველოს წევრმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის, ბრალდებებს უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული საქართველო უმრავლესობასთან შეთანხმებულად ესხმის თავს პრეზიდენტს.

კახიძემ გიორგი მარგველაშვილის წარსულში საქმიანობა და გადაწყვეტილებები გაიხსენა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მოქმედებდა და სწორედ ამ გადაწყვეტილებების შესრულების შემდეგ დაიკავა მან პრეზიდენტის თანამდებობა.

ოთარ კახიძემ ასევე პრეზიდენტის მიერ წარსულში შეწყალებული ქორიძის საქმე გაიხსენა.

ევროპული საქართველოს წევრი ამბობს, რომ აბაშიშვილის განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ არც არაფერი არ მომხდარა და ის ადამიანი, რომელიც ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობის საქმეზეა დაკავებული, მიუხედევად იმისა, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა, ის მაინც მალე დატოვებდა სასჯელაღსრულების დაწესებულებას.

საქმე ეხება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის წარსულში შეწყალების ფაქტს.

ოთარ კახიძე ამბობს, რომ ამ თემაზე საუბრისას აბაშიშვილის განცხადებაში სინანულის ტონი არ იგრძნობოდა.

„ბატონი აბაშიშვილი არის მენტალური ქოცი. ნაცვლად იმისა, რომ რაღაც სინანულის ტონი იყოს, რითაც თქვას, რომ უნდა მეტი ყურადღება მიგვექცია, მეტად უნდა შეგვესწავლა ეს საქმე, რომ ჩვენ შეცდომა დავუშვით,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

კახიძე იმ ტონით საკითხის დაყენებას, რომ ტრაგედია, რომელიც ბარნოვის ქუჩაზე დატრიალდა, პრეზიდენტ მარგველაშვილს ბრალია, არასწორად მიიჩნევს.

„ასეთი ტონით საკითხის დაყენება არასწორია, ევროპულ საქართველოს ასეთი რაღაც არ გაუკეთებია. ტრაგედიებით ჩვენ არ ვმანიპულირებთ. ეს არის ამორალური საქციელი,“ – განაცხადა კახიძემ.

ოთარ კახიძე აქვე ამბობს, რომ ევროპულმა საქართველომ ინიციატივა შეიმუშავა, რომელიც ქვეყანაში არსებულ მდგომაროებას ეხება.

 

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 17, 2018 23:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,771
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics