ზაზა ბიბილაშვილი: ამ ძალას სურს, საკუთარი დანაშაული გადაფაროს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 17, 2018 23:53

ზაზა ბიბილაშვილი: ამ ძალას სურს, საკუთარი დანაშაული გადაფაროს

„ცალკე შეწყალებაზე საუბარი არც სწორია, არც დამაჯერებელია და ჩემთვის, პირადად და ბევრისთვის ტოვებს ხელოვნურ ხასიათს, რომ ეს არის გამოცალკევება ერთი თანამდებობის პირის, რომელიც სინამდვილეში ძალიან მცირე ნაწილია. პრობლემა არის პოლიტიკური ძალა, რომლესაც ქართული ოცნება ჰქვია,“ – ასე გამოეხმაურა ზაზა ბიბილაშვილი პრეზიდენტის მიმართ მმართველი გუნდის კრიტიკას, რომელმაც ვეფხია ბაქრაძის შეწყალების გამო, გადადგომა მოითხოვა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი მოუწოდეს საზოგადოებას, გაიხსენოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველი ნაბიჯები, რომელიც ქართულმა ოცნებამ გადადგა. მისი თქმით, ეს არის პოლიტპატიმართა სია და ძეგლი, რომელიც იუსტიციის სახლის წინ დაუდგა კრიმინალებს.

„ამ ძალას სურს, საკუთარი დანაშაული გადაფაროს,“ – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

მისი თქმით, შესაძლოა, პრეზიდენტი იყოს პოლიტიკურად პასუხისმგებელი, მაგრამ მას არ უნდა აკრიტიკებდეს ის ძალა, რომელმაც პოლიციელების მკვლელები პოლიტპატიმრის სტატუსით და გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდის კრიტიკა განპირობებულია თვითგადარჩენის ინსტიქტით.

რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას, დროებით შეჩერდეს შეწყალების კომისიის მხრიდან ოჯახური ძალადობის ბარალდებით დაკავებული პირების საქმეების განხილვა, ზაზა ბიბილაშვილი თვლის, რომ ეს სურათს რადიკალურად ვერ შეცვლის.

 

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 17, 2018 23:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,813
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics