“ბატკივშინა” სავჩენკოსთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის ინიცირებას არ აპირებს

პარტია “ბატკივშინა” რადას დეპუტატ ნადეჟდა სავჩენკოსთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის ინიცირებას არ აპირებს – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა იულია ტიმოშენკომ “112 უკრაინას” ეთერში განაცხადა.
“ხალხმა ის აირჩია და მას უფლება აქვს უმაღლეს რადაში იმუშაოს” – თქვა ტიმოშენკომ. შეგახსენებთ, რომ გუშინ პარტიამ სავჩენკო ოფიციალურად გარიცხად საკუთარი რიგებიდან იმის გამო, რომ რამდენიმე დღის წინ სავჩენკო მინსკში თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის ლიდერებს შეხვდა.

banner
წინა სტატიაში(Foto) ჩინეთში 5 მილიონად უხილავ ხიდს ააშენებენ
შემდეგი სტატიაკიევის სასამართლომ იანუკოვიჩის დაკავების სანქცია გასცა