ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე განთავსებულ საარჩევნო დაფებთან ინციდენტი მოხდა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, კერძოდ ვარდების სკვერის მიმდებარედ განთავსებულ საარჩევნო დაფებთან მცირე ინციდენტი მოხდა. როგორც ”ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენელი გოჩა ტრაპაიძე აცხადებს, მერობის კანდიდატის ჯელალ ქიქავას საარჩევნო პლაკატების გაკვრისას “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ”ლეიბორისტული პარტიის” ბათუმის მერობის კანდიდატის პლაკატები ჩამოხიეს.

“ლეიბორისტული პარტიის” ბათუმის მერობის კანდიდატის პლაკატებს ვაკრავდი და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს”, – აცხადებს გოჩა ტრაპაიძე.

banner
წინა სტატიაშიშინდისის გზაზე საკუთარ ავტომობილთან გარდაცვლილი პოლიციელი იპოვეს
შემდეგი სტატიაკახა მიქაიას წერილი შინაგან საქმეთა მინისტრს